პუტინის განცხადება სანქციებზე ავიამიმოსვლას არ ეხება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს. თუმცა ეს არ ეხება ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან დროებით აიკრძალა. “როსტურიზმის” ინფორმაციით, რუსი ტურისტების ყველა ორგანიზებულმა ჯგუფმა უკვე დატოვა საქართველო. ამასთან, 1 359-მა ტურისტმა გააუქმა ტური და მიიღო კომპენსაცია, ხოლო 2 854-მა საქართველოს ტური სხვა მიმართულებაზე გადაცვალა. … ვრცლად პუტინის განცხადება სანქციებზე ავიამიმოსვლას არ ეხება