ლარი დოლართან 7.7 თეთრით, ევროსთან კი 8.2 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.90 ლარი გახდა. ერთო ევროს ღირებულება კი -3.25 ლარი.
აქამდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელი მიმდინარე წლის 27 ივლისს დაფიქსირდა, როცა ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.87 ლარი გახდა.