ახალი ამბები

კომერიცულ ბანკებში 100 აშშ დოლარის შესაძენად თითქმის 300 ლარია საჭირო

9 ივლისი, 2019 • 1121
კომერიცულ ბანკებში 100 აშშ დოლარის შესაძენად თითქმის 300 ლარია საჭირო

ბანკებში 100 დოლარის შესაძენად თითქმის 300 ლარია საჭირო. საქართველოს ბანკში  ერთ აშშ დოლარის შეძენა 2.956 ლარად არის შესაძლებელი. 2.96 ლარი ღირს ერთი აშშ დოლარი თიბისი ბანკში. 2.99 ლარად ყიდის ერთ აშშ დოლარს პროკრედიტ ბანკი.

დღეს, 9 ივლისს, მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.83 ლარია, თუმცა ახალ კურსს ეროვნული ბანკი ცოტა ხანში დაადგენს. 16:24 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.89 ლარი ღირს.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ანუ გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი