ახალი ამბები

მელიქ აზარიანცის სახლის დიდი ნაწილი დაიწვა [ფოტო]

13 იანვარი, 2015 • 2502
მელიქ აზარიანცის  სახლის დიდი ნაწილი დაიწვა [ფოტო]

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 03:00 საათზე გამოჩნდნენ. აქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა, რომლებსაც #37 შენობის წინ მიმავალი გზა ორმხრივად ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადაც.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა ყირიმელი აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, ცეცხლი დაახლოებით 250-300 კვადრატული მეტრზე იყო გაჩენილი:

“02:40 საათზე შემოვიდა მოქალაქის ზარი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. იწვოდა ლიფტის შახტა და ცეცხლი გაყვა სახურავს, რომელიც დაახლოებით 250-300 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზაცია და ამჟამად მიმდინარეობს დატბორვითი სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, ამას შემდგომ დაადგენს გამოძება.”

აფხაზეთიდან დევნილი ზაზა მიქავა, რომელიც ოჯახთან ერთად შენობის მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, უსახლკაროდ არის დარჩენილი. როგორც დაზარალებული ამბობს, მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი მის ოჯახს დაპირდა დროებითი თავშესაფრით. მიქავა “ნეტგაზეთთან” ხანძრის გაჩენის ვერსიაზე საუბრობს:

“3 საათი იყო დაწყებული, როდესაც კვამლმა გამაღვიძა… სახანძროს ქვემოდან დაურეკეს მაღაზიის დაცვის ბიჭებმა. ვარაუდი კი არა, დანამდვილებით ვიცი ხანძრის მიზეზი (შარშანწინაც მოხდა იგივე): კორპუსის ეზოში ცარიელი ოთახებია, სადაც შედიან უსახლკაროები და ანთებენ ცეცხლს გასათბობად. იქიდან გადავიდა ცეცხლი შახტაზე. დევნილი ოჯახი ვცხოვრობდით აქ და ახლა თავშესაფარი აღარ გვაქვს. მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი იყო მოსული და დაგვპირდა, ქირით გადაგიყვანთო სადმე.”

სახანძრო-სამაშვე სამსახურის ბრიგადებთან ერთად, ადგილზე მუშაობდნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის თანამშვრომლი. 13.01.2013. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

შენობის მეოთხე სართული ცეცხლმა და წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

შენობის მეოთხე სართული ცეცხლმა და წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა / 13.01.2015

მეოთხე სართულის ერთ-ერთ ოთახში საკმაოდ ძველი ხელნაწერები და დოკუმენტები ინახება, რომელთა დიდი ნაწილიც განადგურებას გადაურჩა. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაზიანებული შენობის მეოთხე სართულზე ტბორავენ ცეცხლის კერებს. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

დაზიანებული შენობის მესამე სართულზე თანამედროვე ცეკვების სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც ხანძარს გადაურჩა. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

თანამედროვე ცეკვების სკოლაში დატბორვითი სამუშაოების დროს წყალი შემოვიდა, თუმცა პარკეტი უმნიშვნელოდ დაზიანდა. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

გადაკეტილი რუსთაველის გამზირის პანორამა დაზიანებული შენობის მესამე სართულიდან. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

შენობის სახურავი ყველაზე მეტად არის დაზიანებული. სახურავზე ცეცხლი ლიფტის შახტიდან გადავიდა. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

წარწერა დაზიანებული შენობის მეოთხე სართულზე. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ზაზა მიქავა: საკუთარ ქვეყანაში უკვე მეორედ გავხდი დევნილი. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი, ილია მოსიაშვილი თავის ბრიგადასთან ერთად აწარმოებს დატბორვით სამუშაოებს. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

დილის 06:00 საათისთვის შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა იყო დარჩენილი, რომლებმაც მალევე დატოვეს ტერიტორია. 13.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი