ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სახინკლეებს საპილმენეები დაერქვას – ახალი ინიციატივა რუსეთში

9 ივლისი, 2019 • 3432
სახინკლეებს საპილმენეები დაერქვას – ახალი ინიციატივა რუსეთში

რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ როსპოტრებნადზორს მიმართა ინიციატივით, რუსეთში ყველ სახინკლეს საპილმენე დაერქვას.

პარტიის თავმჯდომარემ იაროსლავ სიდოროვმა განაცხადა, რომ “საქართველოში შექმნილი ისტერიის შემდეგ ყველაზე ხისტი საპასუხო ზომებია მისაღები”. მისივე თქმით, “რუსულ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გარკვეული ლიბერალური დამოკიდებულება ჩნდება”.

“საქართველოში დასვენებას გვთავაზობენ, ყველგან ქართული სამზარეულოა. ეს პოლიტიკურად არასწორია, თავის დახრაა. ეს აკნინებს რუსეთს. გვაფურთხებენ, ჩვენ კი ვიწმენდთ”.

შესაბამისად, კომუნისტური პარტია ქვეყანას სთავაზობს, ყველა სახინკლეს საპილმენე დაერქვას.

სიდოროვის განცხადებითვე, ცვლილებები “ხაჭაპურსაც” უნდა შეეხოს.

“ეს ჩვეულებრივი რუსული “პიშკა” და ღვეზელია. ხაჭაპურსაც ყველგან “პიშკა” უნდა დავაწეროთ”.

პარტია იმედოვნებს, რომ მათი ინიციატივა აღსრულდება.

რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია რასია” საკანონმდებლო ორგანოში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის ინიციატივას აყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი