ახალი ამბები

13:39 საათისთვის ბლუმბერგზე ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს

9 ივლისი, 2019 • 1644
13:39 საათისთვის ბლუმბერგზე ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს

ლარი დოლართან ისევ უფასურდება. 13:39 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს. დღეს მოქმედი კურსით ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.83 ლარია.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ანუ გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად დადგენილ ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი დღის ბოლოს გამოაქვეყნებს. ლარმა დოლართან გაუფასურების პიკს 27 ივლისს მიაღწია, როცა ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურის 2.87 ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი