ახალი ამბები

“დაპირისპირება არ ვარგა” – კიტოვანი რ2-ის ოფისთან აქციაზე მივიდა

9 ივლისი, 2019 • 5035
“დაპირისპირება არ ვარგა” – კიტოვანი რ2-ის ოფისთან აქციაზე მივიდა

რუსთავი 2-ის ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თენგიზ კიტოვანი მივიდა. მან ინტერვიუ “იმედს” მისცა.

კიტოვანი ამბობს, რომ საქართველოში რამდენიმე თვეა დაბრუნდა და სურს მოქალაქეობის აღდგენა.

“მაინტერესებდა, როგორი პროტესტებია. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დაპირისპირება არ ვარგა”, – აცხადებს კიტოვანი და დასძენს, რომ პარტიებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

“ერთი გზა უნდა მონახონ, შეთანხმება უნდა მოხდეს პარტიებს შორის”, – აცხადებს კიტოვანი.

გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინების შემდეგ რ2-ის ოფისთან უკვე 2 აქცია გაიმართა.

თენგიზ კიტოვანი 1992-1993 წლებში საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელძღვანელი იყო, რომელიც იმდროინდელი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდგეეების მხარეს გადავიდა და სამხედრო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა. ის 1996 წელს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის ბრალდებით დააკავეს და 8 წელი მიუსაჯეს, თუმცა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა და მას შემდეგ, ბოლო წლებამდე, ის თავს რუსეთს აფარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი