ახალი ამბები

ჰომოფობიურ აქციაზე ბიჭს თავში სავარაუდოდ ქამრის ბალთა ჩაარტყეს

8 ივლისი, 2019 • 1167
ჰომოფობიურ აქციაზე ბიჭს თავში სავარაუდოდ ქამრის ბალთა ჩაარტყეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ თავში ქამრის ბალთა ჩაარტყეს. ის ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება.

მისი და ტვ პირველთან საუბარში ამბობს, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეა ძმასთან და დედასთან ერთად. მისი თქმით, ის, მისი ძმა და დედა ერთად იდგნენ, როდესაც მოულოდნელად დაუდგენელმა პირმა მის ძმას თავში ქამრის ბალთა ჩაარტყა.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების ორ ჯგუფს შორის პოლიციამ კორდონი ჩააყენა.

სამართალდამცველებმა კინო “რუსთაველთან” გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონიც გააკეთეს. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნული ზომები აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

პარლამენტის წინ ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს, ხოლო კინო რუსთაველთან- ანტისაოკუპაციო გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ნაწილი ჰომოფობიური აქციის ტერიტორიაზეა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი