ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში, რომელსაც ცხინვალი აკონტროლებს, ლადო კახაძის პლაკატები გამოჩნდა [ფოტო]

8 ივლისი, 2019 • 1687
ახალგორში, რომელსაც ცხინვალი აკონტროლებს, ლადო კახაძის პლაკატები გამოჩნდა [ფოტო]

დღეს, 8 ივლისს, დილიდან, ახალგორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეამჩნიეს თბილისში, მთაწმინდის ოლქის გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატის, ლადო კახაძის საარჩევნო პლაკატები.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის უცნობია, ვინ გააკრა პლაკატები, ან რა მიზანს ემსახურება ეს აქტი.

2019 წლის მაისში გამართული არჩევნების მეორე ტურში კახაძემ “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს მოუგო.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა.

ლადო კახაძის პლაკატი ახალგორში; ფოტო: ნეტგაზეთი/ 08.07.2019

ლადო კახაძის პლაკატი ახალგორში; ფოტო: ნეტგაზეთი/ 08.07.2019

ლადო კახაძის პლაკატი ახალგორში; ფოტო: ნეტგაზეთი/ 08.07.2019

მასალების გადაბეჭდვის წესი