ახალი ამბები

ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა მიშა მშვილდაძეს აგინეს და ბოთლები დაუშინეს [ვიდეო]

8 ივლისი, 2019 • 2330
ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა მიშა მშვილდაძეს აგინეს და ბოთლები დაუშინეს [ვიდეო]

ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს.

მიშა მშვილდაძე რუსთაველზე მივიდა, სადაც მმკ-ის, ლევან ვასაძის, ქართული მარშის და სხვები ორგანიზებით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. დღესვე ამავე ადგილას 19:00 საათზე დაანონსებულია ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – “სირცხვილია”.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ რუსთაველზე მიმდინარე მეორე აქციის ორგანიზატორებს დაელაპრაკებოდნენ. აქციის ორგანიზატორთა ნაწილი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი