ახალი ამბებირეკლამა

მარდი ჰოლდინგი მომხმარებლებს ბინის შეძენას ფიქსირებული კურსით სთავაზობს

8 ივლისი, 2019 • 1974
მარდი ჰოლდინგი მომხმარებლებს ბინის შეძენას ფიქსირებული კურსით სთავაზობს

ქართული ვალუტის კურსის დევალვაციამ და არასტაბილურობამ მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე დიდი გავლენა იქონია განსაკუთრებით კი უძრავი ქონების შეძენისას. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდება სავალუტო კურსის დასტაბილურებას რათა სახლი შეიძინოს, ამიტომაც მარდი ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავისი მომხმარებლებისთვის ბინის შეძენა ფიქსირებულ კურსში შესთავაზოს.

გთავაზობთ ინტერვიუს ჰოლდინგის ფინანსურ დირექტორ თამარ დევაძესთან.

[checklist]

  • ქალბატონო თამარ, რა უპირატესობით სარგებლობს მომხმარებელი განვადებით ბინის შეძენისას?

[/checklist]

ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ძალიან შეღავათიან შიდა განვადებას. შეგვიძლია შევთავაზოთ 1-დან 3 წლამდე განვადება წინასწარი შენატანით ან მის გარეშე. შესაძლებელია უფრო გრძელ პერიოდზე მოხდეს გადანაწილება, თუმცა ამ შემთხვევაში ინდივიდუალური პირობები მოქმედებს. მომხმარებლის მხრიდან ეს პირობა მისაღებია, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ის ვერ იღებს სამომხმარებლო ან იპოთეკურ სესხს ბანკში. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ მისაღები ალტერნატივა შევთავაზოთ მომხმარებლებს და ხელი შევუწყოთ მათ.

განვადებისას მომხმარებელი ხშირად აწყდება ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებს. ყოველდღიურად რადიკალურად იცვლება ციფრები ტაბლოზე. ეს მომხმარებელს ძალიან აშინებს და გასაგებიც არის. შეუძლებელია თვის ბიუჯეტის განსაზღვრა მსგავს სიტუაციაში. სწორედ ამიტომაც ჩვენი მომხმარებლების დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ ფიქსირებული, სტაბილური კურსი შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის.

[checklist]

  • ასეთ დროს კომპანიას რა გათვლა აქვს?

[/checklist]

ჩვენ ყოველთვის ვცდილოთ ეს რისკები დავაზღვიოთ და გვაქვს ამისათვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. ვალუტის კურსის დაფიქსირება სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ასე ჩვენ ფაქტობრივად, ჩვენი მესაკუთრეებისთვის დავადგინეთ ერთგვარი შიდა კურსი. ჩვენი მიზანია მოვერგოთ მომხმარებელთა საჭიროებებს და სურვილებს.

[checklist]

  • პროცედურულად როგორ მოხდება?

[/checklist]

ჩვენი ფიქსირებული კურსი არის 1$ – 2,75 ლარი, რაც შიდა განვადების შემთხვევაში არასტაბილური კურსით მიყენებულ ზარალს თავიდან აგაცილებთ.

ხელშეკრულების გაფორმებისას ფასი მითითებული იქნება ლარში ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით, რაც მესაკუთრეს საშუალებას მისცემს დაგეგმოს ყოველთვიური გადახდები ყოველგვარი კურსთაშორისი რისკის გარეშე.

გაცვლითი კურსის შემცირების(გაუმჯობესების) შემთხვევაში (მითითებული ნიშნულიდან), შესაძლებელია შეთანხმების გადახედვა და მცოცავი კურსის დაფიქსირდება (ეროვნული ბანკის კურსით გადახდა).

[checklist]

  • თუ იმოქმედებს აღნიშნული პირობა უკვე არსებულ მომხმარებლებზე?

[/checklist]

აღნიშნული აქციის პირობით სარგებლობა შეუძლიათ ჩვენს როგორც არსებულ, ასევე მომავალ მომხმარებლებს, 2019 წლის 1 აგვისტომდე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი