ახალი ამბები

მერიამ “დელისის“ მეტროსადგურში რუსული წარწერა ჩამოხსნა

8 ივლისი, 2019 •
მერიამ “დელისის“ მეტროსადგურში რუსული წარწერა ჩამოხსნა

მერიამ “დელისის“ მეტროსადგურში რუსული წარწერა “Делиси (დელისი)“ ჩამოხსნა. უწყებაში ამბობენ, რომ “დელისი“ ერთადერთი სადგურია, სადაც რუსულენოვანი წარწერა შემორჩენილი იყო.

“მეტროში გვაქვს ორენოვანი სტანდარტი, როგორც [სადგურების] გამოცხადების, ასევე, ნავიგაციის სქემის. ეს ერთადერთი სადგური იყო, სადაც შემორჩენილი გვქონდა რუსულენოვანი წარწერა. ვინაიდან ეს ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, წარწერა ჩამოიხსნა. ადგილი კი შესაბამის წესით დამუშავდება და მოპირკეთდება.

მოგვიანებით, როდესაც მოხდება სადგურების რეაბილიტაცია/განახლება, ყველა სადგურში გვექნება ნავიგაციის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სქემები“,- უთხრეს ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მანამდე სადგურზე, ერთმანეთის მოპირდაპირე ორ ბაქანზე, დელისი ქართულად და რუსულად ეწერა.

წარწერა მეტროსადგურ “დელისზე“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი