ახალი ამბები

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს ვასაძე-მმკ-მარშის აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

8 ივლისი, 2019 • 3202
ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს ვასაძე-მმკ-მარშის აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზურაბ ბერძენიშვილს 8 ივლისს პარლამენტთან შეურაცხყოფა მიაყენეს ლევან ვასაძე-მმკ-მარშის აქციის მონაწილეებმა.

ზურაბ ბერძენიშვილმა ლევან ვასაძეს რუსეთის აგენტი უწოდა, როცა ამ უკანასკნელმა აქციაზე გამოაცხადა მოთხოვნები – ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ამას მომიტინგეებში ხმაური და ჩოჩქოლი მოჰყვა, ვასაძემ კი პროვოკატორი უწოდა.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ზურაბ ბერძენიშვილს  სიტყვიერი შეურაცხყოფს მიაყენეს და წყალი შეასხეს.

ამჟამად რუსთაველის გამზირის ის ტერიტორია, სადაც საღამოობით ანტისაოკუპაციო აქცია იმართება შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ვასაძე-მმკ-მარშის აქცია იმართება. ისინი შესაძლო “ღირსების მარშს” აპროტესტებენ, რომელიც თბილისი პრაიდს ჰქონდა დაგეგმილი დღეს, თუმცა გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი