“მთავარმა დამფინანსებელმა USAID-მა NDI-ს დაფინანსება შეუწყვიტა, ამიტომ ორგანიზაცია 2015 წლის მარტიდან წყვეტს საქმიანობას განუსაზღვრელ დროით, სანამ სახსრები არ გამოჩნდება”, – აცხადებს სარგსიანი.
მისი თქმით, დღეისათვის USAID-ი უპირატესობას ადგილობრივ ორგანიზაციებს ანიჭებს და NDI-ს საქმიანობა მოცემულ მომენტში მისთვის პრიორიტეტული არ არის.
სარგსიანმა ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების მიზეზად სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება გამორიცხა. NDI-ს სომხური ოფისის ხელმძღვანელი მომხდარში “ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს და იმედოვნებს, რომ როგორც კი ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს, თავის საქმიანობას განაახლებს.
NDI-ს სომხეთში ფუნქციონირება 1995 წელს დაიწყო.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |