ახალი ამბები

პარლამენტთან მმკ შეიკრიბა, მათკენ ვასაძე და “ქართული მარში” მიემართება

8 ივლისი, 2019 • 2037
პარლამენტთან მმკ შეიკრიბა, მათკენ ვასაძე და “ქართული მარში” მიემართება

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მყოფ თანამოაზრეებთან ერთად რუსთაველის გამზირისკენ მიემართება. რუსთაველის გამზირზე სხვა მიმართულებიდან მსვლელობას აწყობენ “ქართული მარშის” წევრებიც.

 

 

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც დღეს, 19:00 საათზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქციაა დაგეგმილი, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები მივიდნენ და თქვეს, რომ მომიტინგეებს პარლამენტთან აქციების გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემენ.

“საქართველოში არ უნდა ჩატარდეს გეი აღლუმი. უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკური დაპირისპირება, გვინდა, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში. თუ აქვთ სურვილი, რომ რაღაც ღონისძიებები გამართონ, ამისთვის შესაბამისი ნაგებობები, შენობები არსებობს. ჩვენც გვინდა, რომ გამოვიაროთ – ჩვენი საყვარელი ადგილია რუსთაველის პროსპექტი და გვინდა, ბავშვებთან ერთად გამოვიაროთ. აქ გვხვდება გაურკვეველი ორიენტაციის და ცნობიერების ადამიანები, რომელთაც შეიძლება პროვოკაცია გამოხატონ. სხვაგან გამართონ, იჯარით ხომ არა აქვთ ეს ტერიტორია აღებული? აქ აქცია აღარ ჩატარდაება. ჩვენ აქ ვიქნებით და არ მივცემთ საშუალებას. თავიანთ ოფისებში, “რუსთავი 2″-სა და ამერიკის საელჩოსთან ჩაატარონ აქცია”, – განაცხადა ისაკაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი