რუსთავი 2 მაუწყებლობას აჩერებს

ტელეკომპანია რუსთავი 2ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანიის ეზოში მიმდინარე აქციიდან რუსთავი 2-ის ყველა ჯგუფს ხსნის და მაუწყებლობას წყვეტს. გვარამია ამბობს, რომ ყველა ჟურნალისტი ტელეკომპანიის შენობაში შევა. მისი თქმით, ვიდრე ტელეკომპანიის ჟურნალსიტებისა და პერსონალის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი არხი მაუწყებლობას არ განაახლებს:

“მე ვიძლევი განკარგულებას და რუსთავი 2-ის ყველა ჯგუფი მოიხსნება ამ აქციის გაშუქებიდან იმიტომ, რომ ადგილი აქვს უვკე სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. არცერთი მათგანი არ მიღირს იმდენად რომ გაშუქების პროცესი უფრო წინ დავაყენო. ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი აქცია, ესაა ხელისუფლების ორგანიზებული აქცია. ჩვენ ვხედავთ ნაცნობ სახეებს, რომელიც ყველა ვითარებაში ჰყვს გავეშებული საქართველო პრო-პუტინისტურ ხელისუფლებას.

დღეს გაბუნიას ძლაიან მძიმე შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია. ჩვენ მივიღეთ საქართველს ხელისუფლების მეტი ლუსტრაცია ვიდრე გავრილოვის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა პუტინის უხამსად მოხსენიება. დავანებოთ თავი ფორმას, ამაზე არხმა უკვე გაავრცელა თავისი დამოკიდებულება.

მიუღებელი ფორმა იყო, თუმცა სრული მონური მორჩილებით ხელისუფლების ყველა უწყებამ პარლამენტით და პრემიერით დამთავრებული დაიწყო პუტინთან ბოდიშების ხდა. რა შეცდომაც არ უდნა დაეშვა გიორგი გაბუნიას, ჩვნეი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახის პროდასავლელი და ძლაიან დამსახურებული ჟურნალისტის თავს ამ პროპუტინისტურ ბრბოს ცხადია არ გადავუგდებთ. არავინ არასდროს არსად არ გადადგება. ეს ბრბო არის საქართვლეოში რუსეთის წარმომადგენლობა ისევე როგორც ხელისუფლება” – ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია მხარდამჭერებს სთხოვს რომ ტერიტორიაზე არ მივიდნენ პოლიციას კი მოუწოდებს რომ ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება დაიცვან.


საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთავი 2 -ის შენობასთან.მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას.

აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან წამყვანის მიერ პუტინის გინების გამო