ახალი ამბები

7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა კალიფორნიაში

6 ივლისი, 2019 • 3346
7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა კალიფორნიაში

აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიას 6 ივლისს თავს დაატყდა დამანგრეველი, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

როგორც CNN-ი გადმოსცემს, ეს მიწისძვრა გაცილებით დამანგრეველი იყო, ვიდრე წინა დღით მომხდარი, რომლის სიმძლავრეც 6.4 მაგნიტუდა იყო.

ქალაქ რიჯკრესტში, რომელიც ეპიცენტრი იყო, მიწისძვრის შემდეგ არაერთ ადგილას გაჩნდა ცეცხლი; არიან დაშავებულები. 2000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სახლები, გაიბზარა საძირკვლები, ჩამოინგრა კედლები და ა.შ.

როგორც CNN-ს ერთ-ერთი დაზარალებული ეუბნება, მიწისძვრა დაახლეობით ერთ წუთს გაგრძელდა. ის მიწისძვრის დროს შინ იყო და იგრძნო, როგორ ირყეოდა სახლი.

მიწისძვრა მექსიკასა და ლას ვეგასშიც იგრძნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი