ახალი ამბები

მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი 7 იანვარს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

6 იანვარი, 2015 •
მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი 7 იანვარს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

7 იანვარს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საშობაო წირვა-ლოცვა გაიმართება.  მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი შობის დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში ესწრება, სადაც წაიკითხავს ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეს.

 

საშობაო ლიტურგიას სამების ტაძარში ესწრებიან  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, ასევე, თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვა ოფიციალური პირები.

 

საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში გადასცემს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. პირდაპირი ეთერი სერგო ვარდოსანიძეს მიჰყავს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი