ახალი ამბები

პროტესტის მე-16 დღე და დაგეგმილი “თავისუფლების მარში” ივანიშვილის სასახლემდე

5 ივლისი, 2019 • 1436
პროტესტის მე-16 დღე და  დაგეგმილი “თავისუფლების მარში”  ივანიშვილის სასახლემდე

რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ხვალ ბიძინა ივანიშვილის სასახლემდე “თავისუფლების მარშს” გამართავენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

პროტესტის მე-17 დღეს მარში პარლამენტის შენობიდან დაიწყება და მთაწმინდაზე, ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.

დიღმელაშვილის თქმით, საპროტესტო აქციები შს მინისტ გიორგი გახარიას გადადგომამდე გაგრძელდება და აქციის მონაწილეები დისკომფორტს შეუქმნიან მთავრობის წევრებს ყველგან, სადაც ისინი იქნებიან. დიღმელაშვილის თქმით, გუშინ, რუსთაველზე მიმდინარე კონცერტის პარალელურად, აქტივისტებმა შეიტყვეს, რომელ რესტორნებში ვახშმობდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე და მათ პიკეტირება მოუწყვეს.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების თქმით, ზოგიერთის მოწოდების მიუხედავად, აქციის რადიკალიზაცია არ იგეგმება.

“როგორც იყო Occupie Wall Street, ისე ჩვენ რუსთაველის ოკუპაციას ვახდენთ. იქნება პიკეტირებები. მოვახერხებთ, რომ ვიყოთ დღის მთავარი ამბავი ყოველდღე. ამავდროულად, ჩვენ გამარჯვებებზე არ მიგვიყვანს რადიკალიზაცია და მოთხოვნების შეცვლა. ეს არის ეფექტიანი მოდელი. ჩვენ ცივილიზებულობით ვაჯობებთ ბარბაროსებს”,- განაცხადა დიღმელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი