ახალი ამბები

კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

5 ივლისი, 2019 • 1244
კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესიდან 150 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდა იყო.

ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტის სიახლოვეს, 10 კილომენტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს როგორც ნევადის, ასევე მექსიკის მცხოვრებლებმა. მიწისძვრამ ქალაქში ხუთი გაზსადენი დააზიანა, რის გამოც რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. მიწისძვრას 159-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 2.5-დან 4.6 მაგნიტუდამდე მერყეობდა. ამ დრომდე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა. 

სეისმოლოგ ლუსი ჯონსის თქმით, არსებობს 50%-იანი შანსი, რომ მიწისძვრა მომავალ კვირას კვლავ განმეორდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი