მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს, 4 ივლისს გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად “ბასტი-ბუბუს“ დამფუძნებელმა, თამრიკო სხვიტარიძემ ფეისბუკზე გაავრცლა.
“აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა. გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს“,- წერს ის.
გარეკანი ფოტო: ფოტო: გადაცემა “აზრები“