ახალი ამბებირეკლამა

1 აგვისტოდან გადამხდელებისთვის ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი სავალდებულო გახდება

4 ივლისი, 2019 • 1647
1 აგვისტოდან გადამხდელებისთვის ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი სავალდებულო გახდება

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ, ორბიჯიანი ავტორიზაციის სისტემა ამოქმედდება.

2019 წლის 1 აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთან, გაცნობებთ, რომ თუ 2019 წლის 1 აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება. ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურა და ქვემომხმარებლის რეგისტრაცია წარმოდგენილია ვიდეო ინსტრუქციებში.

გთხოვთ, იხილოთ ბმმულები: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=TUi5-AuCmPw

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=WPCbhTuqI9w

ზემოაღნიშნული პროექტი ქმის ახალ ტექნოლოგიურ შეასაძლებლობებს და გადასახადის გადმახდელად რეგისტრირებულ სუბიექტს სთავაზობს თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი