ახალი ამბები

შსს უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს

4 ივლისი, 2019 • 808
შსს უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ გიგი უგულავას, გია ბარამიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის მიერ მოხდეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ შუამდგომლობით სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ამ პირებმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად მისვლაზე. შსს-ს ინფორმაციითვე, უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის გამოკითხვა პროკურატურის მიერ იგეგმება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

გუშინ, 3 ივლისს, გიგი უგულავას ტვ პირველის შენობასთან პოლიცია დახვდა და მოწმის სახით გამოკითხვაზე დაბარების უწყების ჩაბარება სთხოვა. უგულავას ცნობით, საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან უწყება არ ჩაიბარა და მზადაა ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლეს მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი