ახალი ამბები

კენტუკიში Jim Beam-ის საწყობი დაიწვა, განადგურდა 7 მლნ ლიტრზე მეტი ვისკი

3 ივლისი, 2019 • 1231
კენტუკიში Jim Beam-ის საწყობი დაიწვა, განადგურდა 7 მლნ ლიტრზე მეტი ვისკი

კენტუკიში Jim Beam-ის საწყობში ცეცხლი გაჩნდა, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია. საწყობი, რომელსაც ცეცხლი მოეკიდა, ჩამოინგრა.

CNN-ის ცნობით, ცეცხლი მეორე საწყობზე გადავიდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი გაკონტროლება შეძლეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

განადგურდა დაახლოებით 7 მილიონი ლიტრი ვისკი, თუმცა, კომპანიის განმარტებით, საუბარია “შედარებით ახალ დაყენებულ ვისკიზე” და აქედან გამომდინარე კლიენტებს Jim Beam-ის დეფიციტი არ შეაწუხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი