ახალი ამბები

პრეზიდენტის განკარგულებით, საახალწლოდ ფულადი დახმარება 1530-მა ადამიანმა მიიღო

29 დეკემბერი, 2014 •
პრეზიდენტის განკარგულებით, საახალწლოდ ფულადი დახმარება 1530-მა ადამიანმა მიიღო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილის ინიციატივით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით გადანაწილდა ხანდაზმულებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ოჯახურ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვებზე.
 
“დახმარება მიიღეს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხუცებულთა თავშესაფრების მცხოვრებლებმა, ბერი ანდრიას ფონდის სიმსივნით დაავადებული ბავშვების თავშესაფრმა და საპატრიარქოს მეფე თამარის პანსიონმა,”- წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონ 71 ათასი ლარი გამოიყო.

 

1530 ადამიანიდან, ვინც, ოფიციალური ცნობით, პრეზიდენტის დახმარება მიიღო, 411 მოხუცებული და შშმ პირია,  349 მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი, 424 ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში და 206 ნათესაობით მინდობით აღზრდაში მყოფი პირი, ასევე, 31 ბავშვი ბერი ანდრიას თავშესაფარში და 109 ბავშვი სკოლა-პანსიონში.

 

“თითოეულ ადამიანზე გამოიყო 700 ლარი, რომელიც უმეტესობას პირად ანგარიშზე ჩაერიცხება სოციალური სააგენტოს მეშვეობით, ხოლო საოჯახო ტიპის სახლების, ანდრიას ფონდისა და მეფე თამარის პანსიონის აღსაზრდელებისათვის თანხები ჩაერიხებათ დაწესებულებებს, რომლებიც შემდგომში ამ თანხებს ბავშვებს გაუნაწილებენ. ჯამური დახმარება შეადგენს 973 000 ლარს სოციალური სააგენტოს ხაზით და 98 000 ლარის საპატრიარქოს ხაზით.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი