ახალი ამბები

რას ფიქრობენ რუსული თეატრის ხელმძღვანელები საქართველოში ჩამოსვლაზე

3 ივლისი, 2019 • 642
რას ფიქრობენ რუსული თეატრის ხელმძღვანელები საქართველოში ჩამოსვლაზე

ალექსანდრე კალიაგინი, რუსული თეატრის, “ელ ცეტერას” მხატვრული ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში სიტუაცია ძალიან საშიშია, რის გამოც აქ ჩამოსვლას არ ისურვებდა.

“ვმსჯელობ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ტელევიზიიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან ვიღებ. ასევე, რასაც რობიკი მიყვება [რეჟისორი რობერტ სტურუა], საქართველოში სიტუაცია არის ძალიან საშიში. ვიცი, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, თუმცა -ფეთქებადი. ამგვარად, ამ ეტაპზე იქ გამგზავრებისგან თავს შევიკავებდი”,-აცხადებს კალიაგინი.

რუსული გამოცემა Московский Комсомолец მას შემდეგ დაინტერესდა კალიაგინის აზრით, რაც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოს “ძალიან საშიში” ქვეყანა უწოდა, ხოლო რუს არტისტებს მოუწოდა, ქვეყანაში არ ჩასულიყვნენ.

“უბრალოდ, ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ არ მოგვისმენია იმ ახლაგაზრდების გაკიცხვა, რომლებიც პარლამენტში შეიჭრნენ და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმა სცადეს.”

კალიაგინისგან განსახვავებით, შემოთავაზების შემთხვევაში საქართველოში ჩამოვიდოდა პუშკინის თაეტრის მხატვრული ხელმძღვანელი ევგენი პისარევი.

“ნამდვილად ჩავიდოდი. წინა სეზონზე ინგლისში ორჯერ ვიყავით… ამ ქვეყანასთან საქართველოზე მეტად ცუდი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოში პირველი შემოთავაზებისთანავე წავიდოდი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ არის ჩემი ფესვები, მეგობრები, რომლებმაც დიდი სიყვარული და ბედნიერება მომანიჭეს,”-ამბობს პისარევი.

რეჟისორი რობერტ სტურუა 20 ივნისს დაწყებულ დემონსტრაციებს შემდეგი ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა:

“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”

სტურუას ამ განცხადებას კომპოზიტორი გია ყანჩელი გაემიჯნა, მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით დადგებოდა.

…მინდა, გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე: რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო”, – აღნიშნა მან,”- აღნიშნა მან.


20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი