ახალი ამბები

ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენის უფლება ჩამოართვა

2 ივლისი, 2019 • 1128
ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენის უფლება ჩამოართვა

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტს“, ორ სხვა კომპანიასთან ერთად, ფრენის უფლება ჩამოართვა.  შეზღუდვების შემდეგ კომპანიებმა ფრენების ნაწილი გააუქმეს.

კომპანია „პაბედამ“ გააუქმა ფრენები მოსკოვიდან კარლოვი-ვარის მიმართულებით, Ural Airlines-მა კი — ჩეხეთიდან ეკატერინბურგისა და ჟუკოვსკის აეროდრომის (მოსკოვი) მიმართულებით. „აეროფლოტმა“ მოსკოვი-პრაღა-მოსკოვის რეისების უმეტესობა გააუქმა და მხოლოდ ორი ფრენა დატოვა.

როიტერსი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეხეთმა ფრენების ნებართვის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვმა უარი უთხრა ჩეხურ ავიაკომპანიას პრაღიდან სეულში (სამხრეთ კორეა) ციმბირის გავლით ფრენის ნებართვაზე.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, რუსეთისა და ჩეხეთის საავიაციო რეგულატორებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პრობლემა მალე მოგვარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი