ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მზადაა რუსეთს დაქვემდებარებაში სახელმწიფო სტუქტურები გადასცეს

26 დეკემბერი, 2014 • • 1001
ცხინვალი მზადაა რუსეთს დაქვემდებარებაში სახელმწიფო სტუქტურები გადასცეს

პროექტის თანხმად, სამხრეთ ოსეთი კანონისა და მართლწესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ნარკოტიკების მიმოქცევის კონტროლის უზრუნველსაყოფად რუსეთის ფედერაციას სამართვად გადასცემს. ამ დოკუმენტის შესაბამისადვე, რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების ნაწილი გახდება შინაგან საქმეთა და საგამოძიებო ორგანოები. 


ცხინვალის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე შეთანხმებულ საგარეო პოლიტიკას ორივე მხარეს შორის საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში – მათ შორის საზღვრების დაცვისა და შეიარღებული კონფლიქტების დროს. სამხრეთ ოსეთი, ამავე პროექტის შესაბამისად,  რუსეთს საბაჟო რეგულირების სფეროში უფლებამოსილებებსაც გადასცემს. იმ სფეროებზე კი, რაზეც უფლებამოსილება რუსეთს გადაეცემა, რუსეთის ფედერციის კანონმდებლობა გავრცელდება. 

 

ცხინვალი რუსეთისგან რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო პუნქტებზე გადაადგილების გამარტივებასაც ითხოვს.

გარდა ამისა, შეთანხმების დოკუმენტი შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა მოქალაქეობა, ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სფეროები. პროექტის მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მოთხოვონ მეორე მხარის მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურით. 

 

გარდა ამისა, ცხინვალს სურს, რუსეთის ცენტრალური ბანკი სამხრეთ ოსეთის ნაციონალურ ბანკს ფულადი და საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაში და ფინანსური სისტემის მდგრადობის მიღწევაში დაეხმაროს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი