ახალი ამბები

“რუსეთი ეთნიკური წმენდის ინიციატორია” – ქართველი ემიგრანტების აქცია გაეროს შტაბ-ბინასთან

1 ივლისი, 2019 • 1357
“რუსეთი ეთნიკური წმენდის ინიციატორია” – ქართველი ემიგრანტების აქცია გაეროს შტაბ-ბინასთან

30 ივნისს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან, ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და “თავისუფლების მარშს”. მათ ასევე თანხა შეაგროვეს, რომელიც აქციის მხარდასაჭერად საქართველოში გაიგზავნება.

აქციის მონაწილეები აღშფოთებით საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ პარლამენტში რუსი ოკუპანტი დეპუტატის  სპიკერის სავარძლიდან  საუბარი დაუშვა, ამის გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს კი ცხოველზე სანადირო ტყვიები დაუშინა, მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დასთხარა და პროტესტის მე–12 დღესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია თანამდებობას ინარჩუნებს, მთავრობის წევრები და დეპუტატები კი მას მადლობას უხდიან.

“საქართველო არ დანებდება”, “რუსეთი ეთნიკური წმენდის ინიციატორია”,  “შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში”, “ბიძინა, დაგვანებე თავი!” – ამ პლაკატებითა და სიმბოლურად ცალ თვალზე მიფარებული ხელით ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართველებმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადეს თბილისსა და მთელ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

[blue_box]ამავე თემაზე: “ნუ მაბრმავებ! რუსეთი ოკუპანტია!” – ორი საპროტესტო აქცია ნიუ იორკში[/blue_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი