Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისის აქციებზე ოკუპაციას ვებრძვი – ეკატერინე ეჯიბია აფხაზეთიდან [ვიდეო]

1 ივლისი, 2019 • 2071
თბილისის აქციებზე ოკუპაციას ვებრძვი – ეკატერინე ეჯიბია აფხაზეთიდან [ვიდეო]

22 წლის ეკატერინე ეჯიბია აფხაზეთიდან, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ოტობაიადან თბილისში სასწავლებლად რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ოტობაიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ხშირად ჩადის, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო,  არ იცის, როდის შეძლებს ოჯახის წევრების ნახვას, ეკატერინე ეჯიბია თბილისში 20 ივნისს დაწყებულ აქციებზე რუსეთის მიერ ოკუპაციას აპროტესტებს.

“როდესაც პირველად ჩავედი სოხუმში, მაფრთხილებდნენ, რომ ქართულად არ უნდა მესაუბრა, მაგრამ გამბედავი ადამიანი ვარ და განზრახ ვისაუბრე ქართულად. შემხვდნენ აფხაზები, რომლებმაც მოიკითხეს თბილისი, ყველაფერი გამომკითხეს. იქ არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ჩვენზე შესტკივათ გული და გვეხმარებიან კიდეც”.

ეკატერინე ეჯიბიას თქმით, შემთხვევით აღმოაჩინა საბუთებში, რომ ოტობაიაში მისი ოჯახის სახლი არ ეკუთვნით, ყოველწლიურად კი საფასურს იხდიან.

“ვიხდით თანხას, რომ ჩვენი სახლი და მიწა, რომელიც იქ გაგვაჩნია, შევინარჩუნოთ. აი, ასე, ერთ დღესაც მოვიდა საბუთი, რომ ეს სახლი გვაქვს “არენდით” და არ არის ჩვენს საკუთრებაში”.


მასალების გადაბეჭდვის წესი