ნეტგაზეთი | ტრამპმა კიმ ჩენ ინი აშშ-ში მიიწვია ისტორიული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა კიმ ჩენ ინი აშშ-ში მიიწვია ისტორიული შეხვედრის შემდეგ – Netgazeti
Batumelebi | RU

ტრამპმა კიმ ჩენ ინი აშშ-ში მიიწვია ისტორიული შეხვედრის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 30 ივნისს შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებული ზონაში;

ლიდერებმა ნეიტრალურ ზონაში ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. ამის შემდეგ ტრამპმა შეაბიჯა ჩრდილოეთ კორეის კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასე გახდა ისტორიაში პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დაუდგამს.

მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ კიმ ჩენ ინი აშშ-ში მიიწვია. ტრამპის თანახმად, მან ჩრიდლოეთ კორეის ლიდერს უთხრა: „იცი, რა? შესაფერის დროს აუცილებლად ჩამოხვალ [აშშ-ში]“…

პრეზიდენტმა ტრამპმა შეხვედრას ისტორიული უწოდა და გააკრიტიკა ისინი, ვინც, მისი თქმით, ფიქრობდა, რომ კიმთან შეხვედრებით არაფერი გამოვიდოდა. აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს — 2018 წლის ივნისში და 2019 წლის დასაწყისში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com