ახალი ამბებირეკლამა

Glovo და ‘’ნიკორა სუპერმარკეტი’’ ახლა უკვე ბათუმში

28 ივნისი, 2019 • 2808
Glovo და ‘’ნიკორა სუპერმარკეტი’’ ახლა უკვე ბათუმში

Glovo-ს საშუალებით ‘’ნიკორა სუპერმარკეტის’’ პროდუქტების შეძენა ახლა უკვე ბათუმშიც არის შესაძლებელი.

‘’ნიკორა სუპერმარკეტმა’’ და ‘’Glovo’’-მ მომხმარებლებს ერთობლივი პროექტი შესთავაზეს. გამარტივებული შესყიდვის პროცესი, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში პროდუქტის სასურველ დროს და სასურველ ადგილას მიწოდებას გულისხმობს.

Picker-ის კონცეფცია ერთობლივი პროექტია, რომელიც მომხმარებლის დამატებითი კომფორტისთვის ხორციელდება.  1000-მდე დასურათებული პროდუქტი მათ ონლაინ შესყიდვის პროცესს უადვილებს. ამასთანავე, მომხმარებელი არ არის შეზღუდული მინიმალური შეკვეთის ოდენობაზე და საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.


‘’ნიკორა სუპერმარკეტის’’ ქსელი თავის კონცეფციიდან გამომდინარე პრაქტიკული და ყოველთვის ყველგან ხელმისაწვდომია. ვითვალიწინებთ მომხმარებლის სურვილებს, საჭიროებებს და არსებულ ტენდნციებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, დამატებითი კომფორტის შექმნა და ‘’Glovo’’-ს სასურსათო კატეგორიაში 1000-მდე პროდუქციის განთავსება.’’ – აცხადებს ‘’ნიკორა სუპერმარკეტის’’ წარმომადგენელი.

Glovo-სა და ‘’ნიკორა სუპერმარკეტი’’-ს თანამშრომლობა საქართველოს სხვა დიდ ქლაქებზეც, ქუთაისსა და რუსთავზე, გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი