ახალი ამბები

ერთი აშშ დოლარი 2.87 ლარი, ხოლო ერთი ევრო 3.27 ლარი ღირს

27 ივნისი, 2019 • 1353
ერთი აშშ დოლარი 2.87 ლარი, ხოლო ერთი ევრო 3.27 ლარი ღირს

ლარი დოლართან 3.2 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.87 ლარი, ხოლო ერთი ევროს ფასი 3.27 ლარია.

დღეს, 27 ივნისს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ლარის გაუფასურება რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და ამით გამოწვეულ უარყოფით მოლოდინებს დაუკავშირა.

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაუწყო. დღეს, 27 ივნისს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.84 ლარია, ხოლო ერთი ევრო – 3.23 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი