ახალი ამბები

მაესტროს დირექტორი: არხის საინფორმაციო გამოშვება პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა

22 დეკემბერი, 2014 •
მაესტროს დირექტორი: არხის საინფორმაციო გამოშვება პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა

“კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ იყო მოთხოვნა რამენაირი პოლიტიკური ვექტორის ხაზის გატარების მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში. მქონდა შეხვედრა მაესტროს ნიუსრუმთან. ვუთხარი, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი ვარ მე და რომ არც ერთ შემთხვევაში არანაირი ახალმოსული ადამიანი, მათ შორის არც კოკა ყანდიაშვილი, არ ჩაერეოდა. თუმცა მათ იჩქარეს თავიანთი გადაწყვეტილება და წავიდნენ იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ ისინი წავიდნენ მათი ეჭვის საფუძველზე და მათ არ აქვთ არანაირი ფაქტი, რის გამოც იტყვიან, რომ კონკრეტული მითითება ან დირექტივა, ან რაიმე ყოფილა მაესტროზე მათი აქ მუშაობის დროს. ეს ყველაფერი დამტკიცდება მაშინ, როდესაც ეთერში კვლავ აღდგება მაესტოს საინფორმაციო გამოშვების მაუწყებლობა. იგეგმებოდა მაესტროს ბადის ცვლილება. ის კონფიგურაცია, რასაც ჩვენ განვიხილავდით, მიუღებელი იყო რამდენიმე ჟურნალისტისთვის, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილისთვის. ჯერ გადაწყვეტილება კოკა ყანდიაშვილის მოსვლაზე, ცხრიანის ეთერიდან მოხსნაზე, ან რაიმეზე, ამ წუთას მიღებული არ არის”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

 

დღეს მაესტროს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია დატოვეს, მაესტრო დატოვა “ცხრიანის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა. არხი დატოვა ასევ ვასიკო ოდიშვილმა და მისმა გადაცემამ “ყოველდღიური აბები“.

ბაია გადაბაძე
ბაია გადაბაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი