ღია კენჭისყრაში 28 დეპუტატი მონაწილეობდა, მათგან 23 მომხრე, 5 კი – წინააღმდეგი აღმოჩნდა.
რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა შეთანხმებას ხელი 24 ნოემბერს მოაწერეს. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის, მათ შორის გაერთიანებული სამხედრო ჯგუფების შექმნას, რომლებიც დაექვემდებარებიან გაერთიანებულ მეთაურობას.
ამას გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს სოციალური სტანდარტების ამაღლების უზრუნველყოფას აფხაზეთისთვის, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფას, სამედიცინო და სოციალურ დაზღვევას, ხელფასების ზრდას და ა.შ.
თბილისი სოხუმსა და მოსკოვს შორის აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას აფასებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის მცდელობად. ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას მოსკოვი ცხინვალთანაც აპირებს.