ახალი ამბები

თბილისის მერია საცობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას 7 მიმართულებით აპირებს

22 დეკემბერი, 2014 •
თბილისის მერია საცობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას 7 მიმართულებით აპირებს

ეს მიმართულებებები ნარმანიამ ასე ჩამოაყალიბა:



“1. ჩატარდება კვლევა სატრანსპორტო ნაკადებთან და საცობების გამომწვევ ძირითად მიზეზებთან დაკავშირებით. 

 

2. თბილისის მერიამ გაითვალისიწინა თანხები დაზიანებული გზების აღდგენასათან დაკავშირებით.

 

3. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა დაასრულოს თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რითაც სატრანზატო მოძრაობა განვითარდება.


4. მნიშვნელოვანია შუქნიშნების პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და გაზაფხულისთვის გარკვეული შედეგიც გვექნება. 


5. ყველა უწყებამ თავიანთი კუთხით დაფიქსირებული პრობლემები უნდა მოგვაწოდოს, რათა ჩვენ ისინი ინდივიდუალურად გავიაროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. 


6. ჩვენ მოვიწვევთ ექსპერტებს ქალაქ დუბლინიდან, რომლებიც მოძრაობის ორგანიზების ელექტრონული მართვის სისტემის ავტორები არიან და ძალიან გამართული სისტემა შექმნეს.


7. საინფორმაციო კამპანია, რაც უაღრესად აუცილებელია, ვინაიდან საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნამდვილად გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი