ახალი ამბები

ანონსი – 22 დეკემბერი

22 დეკემბერი, 2014 •
ანონსი – 22 დეკემბერი
11:00 – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ორწლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს. ადგილი: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. მისამართი: გუდაშვილის 7
 
 

11:00 –  მეფუტკრეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის, ლაბორატორიულად შემოწმებული სხვადასხვა სახეობის თაფლი. გამოფენის ფარგლებში გაიმართება კონკურსი და გამოვლინდება გამარჯვებულები. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: გორგასლის ქ.#4ა

 

11:00 –  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, ნუგზარ წიკლაური გამართავს. თემა: უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალება და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები

 

11:30 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას, დავით ზურაბიშვილი გამართავს.  თემა: უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალება და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

 

11:30 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრი, გიორგიმღვდელაძე „პირველის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნაციონალური მოძრაობის ბიზნეს ინტერსები, დაფინანსების წყაროები და დაგროვილი მილიონები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული საკონტაქტო პირი: 555 557 552 ლიკა ჯურხაძე


12:00–  “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


12:00 –  თსუ-ს I კორპუსის მუზეუმში “კავკასიური ლიგის” ინიციატივით გაიმართება ნატალია კუციას პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 30-მდე ფერწერული ნამუშევარი. ~


13:00– ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო,
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 წლის ანგარიშს წარმოადგენს.


13:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, სამეცნიერო ჟურნალ – „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეორე ნომრის პრეზენტაციას გამართავს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მისამართი: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების #36 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344


 

13:00 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცერება, საქართველო-უკრაინა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


15:00 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, სახალხო დამცველი გამართავს პრეზენტაციას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.


18.00 – მწერალთა სახლში გაიმართება ალბომის „ორი ანას“ პრეზენტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი