საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 25 ივნისს პარლამენტთან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ასე მიმართა:
„ცოტა იუმორით რომ მოგმართოთ: კობახიძე — ეტა რაზ, გახარია — ეტა დვა“ [კობახიძე — ეს ერთი, გახარია — ესეც მეორე]. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ გადადგა სერგეი გავრილოვის ვიზიტის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და აქციის დარბევის შემდეგ. დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.
ექსპრეზიდენტმა ასევე თქვა: „აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლის“.