ახალი ამბები

გორში, სტალინის გამზირზე მოქალაქის ანტისაოკუპაციო ნახატი წაშალეს

25 ივნისი, 2019 • 822
გორში, სტალინის გამზირზე მოქალაქის ანტისაოკუპაციო ნახატი წაშალეს

გორში, სტალინის გამზირზე დახატული ანტისაოკუპაციო ნახატი წაშალეს. როგორც მისი ავტორი სალომე თინიკაშვილი აცხადებს, ნახატი იმ შენობაზე (საბრძოლო მუზეუმის) განათავსა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს დაზიანდა.

მომხდარის შესახებ ნახატის ავტორი ფეისბუკზე წერს. წაშლილი ნახატის ქვემოთ მან ასეთი წარწერა დატოვა: “არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ წაშლით ნახატს, რუსეთი მაინც ოკუპანტია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი