ახალი ამბები

ისინი გთავაზობდნენ ნულოვან ტოლერანტობას, ჩვენ ნულოვან ბარიერს გთავაზობთ — თალაკვაძე

25 ივნისი, 2019 • 812
ისინი გთავაზობდნენ ნულოვან ტოლერანტობას, ჩვენ ნულოვან ბარიერს გთავაზობთ — თალაკვაძე

პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 25 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება ასე აღწერა:

„მივიღეთ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალასა და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას შორის. ისინი საზოგადოებას სთავაზობდნენ ნულოვან ტოლერანტობას ამ ტრიბუნიდან, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ნულოვან ბარიერს პროპორციულ არჩევნებში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი