ახალი ამბები

12:43 საათისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.83 ლარი ღირს

25 ივნისი, 2019 • 1430
12:43 საათისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.83 ლარი ღირს

12:43 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2.83 ლარი ღირს. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

გუშინ, 24 ივნისს, ლარი 1.4 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, მოქმედი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7945 ლარია. ლარის მსგავსი ვარდნა მიმდინარე წლის მაისშიც დაფიქსირდა, როცა ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ  2.7997-ს მიაღწია, რაც გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი