ახალი ამბები

პლენარული სხდომა პარლამენტში დაპირისპირებით დაიწყო, გამოცხადდა შესვენება

25 ივნისი, 2019 • 1428
პლენარული სხდომა პარლამენტში დაპირისპირებით დაიწყო, გამოცხადდა შესვენება

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო.  სხდომის დაწყებისთანავე შესვენება გამოცხადდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ დღის წესრიგში  შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის საკითხის შეტანა  მოითხოვა. ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ გახარიას გადადგომის საკითხი დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, მთავრობა კი მის განხილვასაც არ აპირებს.

აღნიშნული ინიციატივა ქართული ოცნების დეპუტატებმა გააპროტესტეს და ოპოზიცია  დესტრუქციულობაში დაადანაშაულეს. სხდომის სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შესვვენება გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი