24 ივნისს რიყეზე, მეტეხის ეკლესიის ეზოდან სამი ადამიანი გადავარდა, რომელთაგან ორი დაიღუპა. სამივე მათგანი ტურისტი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ერთი ადგილზე დაიღუპა. შსს-ს ცნობით, მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მესამე მათგანი საავადმყოფოში რჩება.