ახალი ამბები

დეპუტატ ხულორდავას თანაშემწე პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებს

24 ივნისი, 2019 • 2526
დეპუტატ ხულორდავას თანაშემწე პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებს

პარლამენტის თანამშრომელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელ თამარ ხულორდავას თანაშემე მარიკა კირვალიძე ამბობს, რომ პროტესტის ნიშნავს სამსახურიდან მიდის. ამის შესახებ მან რ2-თან ისაუბრა.

“ალბათ ველოდი იმას, რომ ძალიან ბევრი უნდა გადამგდარიყო და უარი ეთქვა თანამდებობაზე, ჩემი ფავორიტისგან, ბატონი გახარიასგან ველოდებოდი, რომ გადადგებოდა ამ მოვლენების შემდეგ და რადგან ეს არ მოხდა, გადავდექი მე”, – ამბობს კირვალიძე.

“უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ მიაკეროთ. ვმოქმედებდი მხოლოდ ჩემი გულის კარნახით. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის”, – წერს კირვალიძე ფეისბუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი