ახალი ამბები

საქართველოს ბანკი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 1 000 000 ლარს გამოყოფს

24 ივნისი, 2019 • 998
საქართველოს ბანკი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 1 000 000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს ბანკისთვის “ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  სწორედ ახლა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, ბანკი სექტორის განვითარებისთვის ზაფხულის სეზონზე დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებისა, როგორიც ტურიზმია, რადგან  მიგვაჩნია, რომ ტურიზმის სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ბანკში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, უშალოდ რაში დაიხარჯება ეს თანხა და ამბობენ, რომ ფული საჭიროებების მიხედვით განაწილდება სხვადასხვა მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი