ახალი ამბები

კინოთეატრები რუსულად გახმოვანებულ ფილმების აღარ უჩვენებენ

23 ივნისი, 2019 • 1687
კინოთეატრები რუსულად გახმოვანებულ ფილმების აღარ უჩვენებენ

კინოთეატრების გაერთიანება „კავეამ“ (Cavea), რომელიც „ამირანს“, „რუსთაველსა“ და „კავეას“ აერთიანებს, ფილმების რუსულ ენაზე ჩვენება შეწყვიტა.

მათ ვებგვერზე, „კინოაფიშაზე“, ამ დროისთვის (23 ივნისი) მომხმარებელს აღარ შეუძლია რუსულ ენაზე გახმოვანებული ფილმების არჩევა.

ეს მოცემულობა დროში ემთხვევა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რაც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის გაძღოლას მოჰყვა.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს, გაარკვიოს, მხოლოდ დროებით არ გავა კინოთეატრებში ფილმები რუსულ ენაზე თუ ეს გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი