ახალი ამბები

ქუთაისის მერიიდან გაათავისუფლეს მაღალჩინოსანი, რომელიც აქციაზე დაშავებულებს ცინიკურად მოიხსენიებდა

22 ივნისი, 2019 • 1773
ქუთაისის მერიიდან გაათავისუფლეს მაღალჩინოსანი, რომელიც აქციაზე დაშავებულებს ცინიკურად მოიხსენიებდა

ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც ამ დრომდე იყო ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია “ფეისბუქზე” წერს.

“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.

მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი”, – აცხადებს ის.

მანამდე, “ქუთაისიპოსტი” იუწყებოდა, რომ ნუგზარ ხუციბერიძემ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებული მოქალაქეები. გაზეთის თანახმად, მან “ფეისბუქზე”, კომენტარების ველში, დაწერა:

“…ჰო აბა, პირდაპირ თვალში დაუმიზნა, რა უნდოდა, შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტ***ში,”-წერს ქუთაისის მერიის მაჩალჩინოსანი სოციალურ ქსელში. თბილისში 20 ივნისის ღამეს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორმა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი