ახალი ამბები

თბილისის პრაიდის ფარგლებში მეორე ღონისძიება ჩატარდა

22 ივნისი, 2019 • 758
თბილისის პრაიდის ფარგლებში მეორე ღონისძიება ჩატარდა

დღეს, 21 ივნისს, თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა  საერთაშორისო ლგბტქ კონფერენცია სახელწოდებით “თანასწორობა საჯარო სივრცეში”. ამის შესახებ ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე წერენ.

ეს რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც თბილისის პრაიდის ფარგლებში, ჰომოფობიური ჯგუფების წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად ჩატარდა.

რაც შეეხევა ღირსების მარშს, რომელიც პრაიდის დამაგვირგვინებელი ღონისძიება უნდა ყოფილიყო, ის ორგანიზატორებმა რამდენიმე დღით გადაეს 20 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

გარეკნის ფოტო: Tbilisi Pride

მასალების გადაბეჭდვის წესი