22 ივნისს, 02.5 საათზე დაიძაბა ვითარება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. პოლიცია ერთ პირს აკავებდა, თუმცა პოლიციის მანქანას ალყა შემოარტეს დემონსტრანტებმა და სკანდირებდნენ “გაუშვი, გაუშვი”, რის შედეგადაც პოლიციამ საბოლოდ ეს პირი არ/ვერ დააკავა.


“ნეტგაზეთისთვის” ჯერჯერობით უცნობია ვის და რა ბრალდებით აკავებდა პოლიცია. ამ კითხვებით უკვე მივმართეთ პოლიციას და პასუხის მიღებისთანავე აქვე გამოვაქვეყნებთ.

აქციის მონაწილეების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა რუსთაველის გამზირი. ისინი აქციის განახლებას 22 ივნისს, 19.00 საათზე გეგმავენ, თუმცა პროტესტს აგრძელებს დემონსტრანტების ნაწილი და ხელისუფლებას თხოვს შსს მინისტრ გიორგი გახარიას გათავისუფლებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და 21 ივნისს აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.