სოლიდურ თანხას საქართველო 2015 წელს ორი თანაბარი ტრანშის სახით მიიღებს, საიდანაც ნახევარი სესხს, ნახევარი კი გრანტს წარმოადგენს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში”, – ნათქვამია პიერ მოსკოვისის განცხადებაში.
აღნიშნული დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმების მხარდაჭერისათვისაა განკუთვნილი და კერძოდ, ეკონიმიკური მმართველობის, სოციალური ინკლუზიურობისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ითვალისწინებს.